ანაკლიის გზაზე დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ანაკლიის გზაზე დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ უთხრა. მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"მართვით სუნთქვაზეა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კრიტიკული არ არის“, - თქვა ჭეჟიამ.
მეორე დაშავებულს კი ამ წუთებში ქუთაისის საავადმყოფოში მენჯ-ბარძაყის ოპერაცია უტარდება. მედიკოსების შეფასებით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ინფორმაციისთვის, ანაკლიის გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მასალის გამოყენების პირობები