აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 111 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, 5 მათგანს Covid -19 დაუდასტურდა, წერს "აბხაზია ინფორმი" ოპერატიული შტაბის
მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 39 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და უკვე გაწერეს სამედიცინო დეწესებულებიდან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 148 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები