მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე- ღამის განმავლობაში სოხუმში 131 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. 7 მათგანს Covid-19 დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 ბავშვია. 3 პაციენტი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია.
შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 51 - ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები