სვანეთიდან ქუთაისის საავადმყოფოში კოვიდადასტურებული 9 პაციენტი გადაიყვანეს
სვანეთიდან კოვიდინფიცირებული 9 პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 4 ბავშვია. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით,
ცხრავე პაციენტი ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება. მისივე თქმით, პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა მესტიის სოფელ ლენჯერში 10 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ დრომდე კოვიდ-19 ჯამში 31 ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონის მასშტაბით იგეგმება 4000 ადამიანის გამოკვლევა.
მასალის გამოყენების პირობები