თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1068-ს მიაღწია.
„დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ გვაქვს 1283 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 გახლავთ შემოტანილი, აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი", - თქვა ეზუგბაიამ.
ინფორმაციისთვის, გუშინ სვანეთში 900-მდე ბიოლოგიური ნიმუში აღეს, რომელიც ქუთაისისა და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოებში გადაანაწილეს. აქედან, ზუგდიდში 410 ნიმუში გაიტესტა და კოვიდ-19 მხოლოდ ერთი პირს დაუდგინდა. ამ დრომდე სვანეთში ჯამში 32 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
მასალის გამოყენების პირობები