სოხუმიდან სოჭში ორი კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადაიყვანეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში 46 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს კორონავირუსზე, Covid-19 ერთ მათგანს დაუდასტურდა, წერს "აბხაზია ინფორმი" ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე
დაყრდნობით.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 32 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი სოჭის სპეციალიზირებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სპეციფიური სამედიცინო დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, გაგრიდან სოჭში გადაიყვანეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები