„კონკურსის შესახებ ბოლო დღეს გავიგეთ და ახალი სიმღერის ჩაწერის დრო არ გვქონდა, ამიტომ სხვა კონკურსისთვის ჩაწერილი სიმღერა გავაგზავნეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა, მართალია ონლაინ, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა დიპლომი, რომ გამოგვიგზავნეს. რაც მთავრია, თამარს უხარია, რომ ულოცავენ და მე ამით ბედნიერი ვარ. ჩემთვის ჩემი შვილის გახარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ გამარჯვებით ორივეს მოგვეცა ძალა და მოტივაცია უფრო მეტი გავაკეთოთ“, - გვითხრა თამარის დედამ.
მანამდე, თამარს უკრაინაში 2-4 აპრილს მონაწილეობა უნდა მიეღო შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ოქროს ფრინველი“, თუმცა ღონისძიება პანდემიის გამო გადაიდო.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები