აფხაზეთში გასული დღე - ღამის განმავლობაში 77 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 7 - ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 21 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მედიკოსების შეფასებით მათგან სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთის კი მძიმე. სამედიცინო დაწესებულებიდან სამი მოქალაქე გაწერეს, ერთი კი "საზღვრებს გარეთ" გაიყვანეს სამკურნალოდ, წერს გამოცემა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები