ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სანიაღვრე არხი წყალს ვერ ატარებს.
ამის შესახებ ამ ქუჩის მცხოვრებლები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ წვიმის დროს სანიაღვრე არხის დაბალი გამტარუნარიანობის გამო რამდენიმე ეზო იტბორება. სწორედ აღნიშნულ საკითხზე შეხვდნენ ისინი ადგილობრივი დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს.
"რადგან ქუჩა ახლად რეაბილიტირებულია, პრობლემა იყო მოულოდნელი. სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე და დღევანდელი შეხვედრაც ამიტომ დაიგეგმა. მოგვისმინეს და მივიღეთ პასუხები მიზეზების შესახებ. დაგვპირდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრება. ვიმედოვნებთ, რომ შესრულდება დაპირება", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მერაბ დანელიამ.
თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხების პრობლემა დროებითია.
"დეტალურად ვუპასუხეთ მოსახლეობის კითხვებს. 70 ქუჩაზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რა დროსაც სანიაღვრე არხების გადმორთვას ვახდენთ, რის შემდეგაც სანიაღვრე არხების პრობლემა სრულად მოწესრიგდება", - თქვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ.
ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები