სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 88 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 5 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.
18 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 19 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი ბავშვია. ამავე ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დრომდე კორონავირუსი სულ 202 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 78 ადამიანი განიკურნა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები