მესტიაში სტიქიის გამო სოფელი ადიში გარესამყაროს არის მოწყვეტილი
სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტის ადიშის, მულახისა და ლენჯერის თემში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი ადიში,
სადაც ადიდებულმა მდინარემ 400 მეტრიანი სამანქანე გზა გაანადგურა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროებითი საავტომობილო გზის მოწყობისა და სოფელთან მოძრაობის აღდგენის მიზნით ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა.
ამავე ცნობით, სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც, სადაც ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები