სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაადასტურა
21 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში Covid 19-ზე ტესტი 118 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 10 პირს დაუდგინდა, წერს "აფსადგილ ინფო" ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 17 პაციენტი მკურნალობს, მათგან 15 კოვიდ დადებითია.
ამავე ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევა დაადასტურა, 87 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები