ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შიდა ქუჩები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა.
გარდა ამისა, უხვმა ნალექმა დააზიანა ხიდ-ბოგირების ნაწილი, ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები. მოსახლეობის ნაწილს დაეტბორა საყანე ფართობი და თხილნარი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოვარდნილი სტიქიის გამო შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან წყალმა თხილნარების ნაწილი გაანადგურა. მათივე თქმით, წაღებულია ასეულობით კილოგრამი თხილი.
ვითარებას გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს წავლობს და თითოეულ შემთხვევაში კომპენსაციის საკითხს განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები