ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში შატილში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მთავრობის განკარგულებით, შატილში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში
გლოვის დღედ გამოცხადდა.
შატილის გზაზე 23 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც მიკროავტუბუსი 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
ფოტო: გელა ფარცვანია
მასალის გამოყენების პირობები