ზუგდიდში კორონავირუსზე გატესტილი 147-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
26 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში 147 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. საზოაგადოებრივი ცანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ამავე ცნობით, სამი პაციენტი ლენჯერის კლასტერიდან შუალედურად გაიტესტა და მათი პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეპიდემიოლოგებმა კვლევა მაღალი რისკის ჯგუფებზე ჩაატარეს: პაციენტი - 12, პერსონალი -57, კარანტინიდან - 27, თვითიზოლაციიდან - 3, შსს - 5, ფოთის საბაჟოს თანამშრომელი - 34, მძღოლი - 1, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი - 8.
მასალის გამოყენების პირობები