წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა.
მერის წარმომადგენლის ვახტანგ კვირკველიას ინფორმაციით, ბავშვი ახლობელთან ერთად გზაზე გადადიოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც კლინიკის სამედიცინო მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებებით საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები