რეგიონული თეატრების ფესტივალი სენაკში სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. სოხუმის თეატრი მაყურებლის წინაშე გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ წარსდგა.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეექვსედ იმართება.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება, საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ფესტივალის გახსნას, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეატრის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები