„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 38 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს.
აღნიშნული თანხა რვა ადმინისტრაციოულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება:
197 ათასი ლარი - სოფელ ალერტკარში, საკანკიოს უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
150 ათასი ლარი - სოფელ კახათში, წმ. ნინოს ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
120 ათასი ლარი - ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
140 ათასი ლარი - სოფელ კახათში, გუგუჩიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
95 ათასი ლარი - ოირემე-დავითიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
95 ათასი ლარი - კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია;
95 ათასი ლარი - ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
ცვლილებებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 63 მილიონ 551 ათასი ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 62 მილიონ 519 ათასი ლარისა.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს წინა სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მერიამ მთავრობისგან
ბიუჯეტის შემცირების რეკომენდაცია მიიღო და ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 2 მილიონ 621 ათასი ლარით შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები