ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. ამის შედეგად, დაიწყო აჯანყებულების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები-დაპატიმრებები, აქტიურ წევრებს კი მიუსაჯეს დახვრეტა.
1924 წლის 6 სექტემბერს 40 აჯანყებული ზუგდიდის დადიანების სასახლეთა მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. მათ უკდავსაყოფად აქ მემორიალი 2017 წელს დადგეს.
მასალის გამოყენების პირობები