სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის შენახვის გამო ერთი ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს ინახავდა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 29 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები