ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მრიცხველს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია. აღნიშნულის გამო ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები