გუშინ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდარის შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, ხულოგნობის მუხლით მიმდინარეობს.
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას
ინციდენტი მოხდა. მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. მათ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობის წევრების დევნაში დაადანაშაულეს და ასევე პრეტენზიები ჰქონდათ ხაზარაძის ბანკთან დაკავშირებით. თავის მხრივ, პარტიის მხარდამჭერებმა მათ ხელისუფლების მოგზავნილები უწოდეს. ადგილზე მისული იყვნენ სამართალდამცავები.
მასალის გამოყენების პირობები