სტამბოლში მოკლული სენაკელი 32 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ მიასვენეს. გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობაში
მეუღლეს ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს.
თამთა ჯანჯღავა მეზობელ ქვეყანაში მოკლული გუშინ იპოვეს. ახლობლების ვარაუდით შემთხვევა შაბათს მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, ქმარი მეუღლეზე ხშირად ძალადობდა და მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე მკვლელობის შემდეგ მიიმალა. ეჭვმიტანილის ოჯახი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები