ზუგდიდში სამართალდაცავები "ლელოს" აქტივისტის ირაკლი მატუას მიერ "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრის ოთო ქადარიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს იძიებენ.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება აღნიშნულზე 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.
"ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის ახალგაზრდული ფრთის წევრი ირაკლი მატუა საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" ოთო ქადარიას მოსყიდვასა და მუქარაში
ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ქადარიამ მას "ლელოს" დატოვების სანაცვლოდ თანხა გადასცა, გარდა ამისა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ-ში დასაქმებაც შესთავაზა.
თავის მხრივ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია საკუთარი თანაგუნდელების მხრიდან "ლელოს" წევრებზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები