ხობის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიაში 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის წყალში საბანაოდ შევიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.
ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს. ის ამავე სოფლის მკვიდრია. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები