მესტიის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მედიკოსების ცნობით, მას გამჭოლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
მათივე ინფორმაციით, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა გუშინ, დაჭრილის საცხოვრებელ სახლში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სახლის მიმართულებით ამ დროისთვის უცნობმა პირმა გაისროლა.
შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები