სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 61 შემთხვევა დაადასტურა
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათი განმავლობაში 225 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს,
მათგან 61-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აფსადგილ ინფო".
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 939 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 255. Covid-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 99 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 97-ს. მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.
მასალის გამოყენების პირობები