სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში
160 პირის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 46-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აბხაზია ინფორმი".
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1332 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 400, გარდაცვლილია - 9 ადამიანი.
გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 117 - ს Covid-19 დაუდასტურდა, 14 - მძიმე მდგომარეობაშია.
მასალის გამოყენების პირობები