ზუგდიდის სკოლებში მე- 6 კლასამდე მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყეს
დღეიდან ზუგდიდის, ქუთაისის, რუსთავისა და თბილისის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.
მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის კი მეცადინეობები კვლავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის სოფლების, ცაიშის, ინგირისა და რუხის სკოლები დახურულია და აქ სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სწავლის სკოლაში გაგრძელების გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ კვირას, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები