აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გალში „აფხაზური დროშა“ დაწვა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დააკავეს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელმაც „აფხაზური“ დროშა დაწვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში „გამარჯვების დღეებს“ ზეიმობდნენ.
გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ მისი ამ ქმედების მიზანია, რომ გამოხატოს აფხაზებისა და ქართველების მეგობრულად ცხოვრების სურვილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულები არიან, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები