ჩხოროწყუს ცენტრში ორი მაღაზია გასულ ღამეს გაქურდეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ორივე ობიექტიდან წაღებულია თანხა.
ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე შს სამინისტრომს გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
სამართალდამცავები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები