თვითიზოლაციის გამო ზუგდიდის რამდენიმე უბანზე კომისია ვერ შეიკრიბა
ზუგდიდში სოფელ რუხის ტერიტორიაზე არსებული 2 და ქალაქის #19-ე საარჩევნო უბნებზე ხელმძღვანელი პირები ვერ აირჩიეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უთხრა. მირანდა მესხის განმარტებით, ამის მიზეზი აღნიშნული საუბნო კომისიების წევრების თვითიზოლაციაში ყოფნაა.
"კომისიის წევრების უმეტესობა იმყოფება თვითიზოლაციაში, შესაბამისად ამ უბნებზე საოლქო-საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები ჩატარდება მოგვიანებით", - აღნიშნა მესხმა.
მისივე ცნობით, სამივე უბანზე თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს კომისიის წევრების თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგ აირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები