ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია "ლიბრესთან" მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაჭრილს დაზიანება, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული.
მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია და გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები