სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-ზე სულ 290 პირი
გამოიკვლიეს, წერს "აფსადგილ ინფო", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 134 პაციენტის მოთავსებული, მათგან 110 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 1 976 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 668 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია - 16 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები