მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შქემნილი მოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში
აფხაზეთში სულ 288 პირი გამოიკვლიეს, მათგან 99 პირს დაუდასტურდა Covid - 19, წერს "აბხაზია ინფორმი".
9 ოქტომბრის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 155 პაციენტია მოთავსებული, მათგან 138 დადასტურებული კოვიდ ინფექციით, მათგან 15 - ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 2170 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 814 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია - 21 ადამიანი. ამავე ინფორმაციით, ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონიისგან გარდაიცვალა ორი პაციენტი, რომლებიც ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდნენ და უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.
მასალის გამოყენების პირობები