მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა 230 პირს ჩაუტარდა
და მათგან 87-ს ინფექცია დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 158 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid19-ით ინფიცირების 2257 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური რაოდენობა 829-ს შეადგენს. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 21 პირი.
მასალის გამოყენების პირობები