ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდში გადასატანი ყუთის სიებში ჯანმრთელი ადამიანები ხვდებიან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საოლქო კომისიისგან გადასატანი ყუთების სიების გადამოწმებას ითხოვს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნული სიები ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ჯანმრთელობისა და გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. გარდა ამისა, მისივე მტკიცებით კომისიის თავმჯდომარეები სიებს "ქართული ოცნების" აქტივისტებით აკომპლექტებენ. ასევე, ის ამბობს, რომ ერთ-ერთ უბანზე გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი პირის მონაცემებია შეტანილი.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადასატანი ყუთის სიაში შეიძლება მოხვდეს ადამიანი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა, რომელიც ფიზიკურად ვერ გადაადგილდება. ასევე, ამავე კოდექსით საუბნო კომისია ვალდებულია გადაამოწმოს არიან თუ არა ნამდვილად ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში. "ქართული ოცნების" პერიოდში გადასატან ყუთებში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ჯანმრთელები, ესენი არიან "ოცნების" აქტივისტები და ამ პირების ჩაწერა კოორდინატორების მიერ ხდება. ეს არის როგორც საუბნო კომისიების პასუხისმგებლობა, ისე რა თქმა უნდა საოლქოსიც. დღეს გავასაჯაროვეთ ვიდეო მტკიცებულება და გადმოგცემთ სიას, იმ ადამიანების ვინც მოხვდა ამ გზით გადასატან ყუთში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ", - თქვა წითლიძემ.

მისივე ცნობით, სიაში, რომელიც მან ჟურნალისტებს წარუდგინა 7 უბნის გადასატანი სიების მონაცემებია ასახული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.