ახალი ამბები
"ევროპული საქართველო" ირაკლი ჩიქოვანს საარჩევნო კამპანიაში მასწავლებლების ჩართვაში ადანაშაულებს
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოფისი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის შტაბს საარჩევნო კამპანიაში პედაგოგების ჩართვაში ადანაშაულებს და აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ დავას აპირებს. ამის შესახებ პარტიიდან საოლქოს წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საკითხზე მათ მიერ დაწერილი საჩივარი საოლქომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, დონაძემ ჩიქოვანის განმარტებითი ბარათიც წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგიტაციო ვიდეოები აგვისტოში, არასაარჩევნო პერიოდში, არასამუშაო დროსაა ჩაწერილი და კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

"ის, რასაც ჩიქოვანი ამბობს, არასწორია. როდესაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ვიდეო, ის კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე ტრიალებს მუდმივად და რაც მთავარია, ვიდეოში აღნიშნულია მხარდამჭერების სტატუსი, ტიტრში მითითებულია, რომ ჩაწერილი პირები, მაგალითად, არიან პედაგოგები. ჩვენ გავასაჩივრებთ ამას ცესკოში და შემდეგ მზად ვართ, ვიდაოთ, სასამართლოშიც", - თქვა დონაძემ.

ბრიფინგზე იმყოფებოდა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც. მისი თქმით, უკვე დაწყებულია წინასაარჩევნოდ დირექტორების გათავისუფლების პრაქტიკა და ხელისუფლებას მოუწოდა, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

"ეს არის მავნე პრაქტიკა, ისინი ასე ღიად და აშკარად არღვევენ კანონს საარჩევნო კოდექსსა და ზოგადი განათლების შესახებ კანონს. მათ იციან, რომ სწორედ ამ ქალაქში ორი წლის წინ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა პოლიტიკური მიზნებისთვის მისმა გამოყენებამ. ნუ რთავენ მათ ამ პროცესში. გვაქვს იდეა, რომ მორატორიუმი გამოცხადდეს დირექტორების გათავისუფლებაზე საარჩევნო პერიოდში", - აღნიშნა შენგელიამ.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოში საჩივარი აღნიშნულ თემაზე რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.