სენაკში ნარკოტიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის,
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სენაკში 1 პირი, 1987 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.შ.-ის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: "ფ-1"-ის ტიპის ხელყუმბარა, პისტოლეტი მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ცნობით დანაშაული 5-დან 8 ვადით წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები