ფოთი-ხობის გზაზე, სოფელ გურიფულთან თხილით სავსე მიკროავტობუსი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა
რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოხდა, როცა ტვირთი ზუგდიდში გადმოჰქონდათ. პოლიციამ, სავარაუდოდ, უკვე იპოვა მიტოვებული მიკროავტობუსი.
შს სამინიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.
მასალის გამოყენების პირობები