"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებზე განახლებადი ბლოგი გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია ზუგდიდის სკოლების დირექტორების მიერ მასწავლებლებზე ზეწოლის შესახებ.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა მასწავლებლებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიის მიტანა მოსთხოვა, ერთ-ერთ სხვა სკოლაში კი იმავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება თხოვა, რადგან მისი თქმით პარტიიდან დაურეკეს და მასწავლებლების შეკრება სთხოვეს", - ნათქვამია
TI-ს განახლებად ბლოგში.ამავე ცნობით, ორივე პირმა ანონიმურად დარჩენა ისურვა. მათ ორგანიზაციის წარმომადგენელი ესაუბრა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფაქტები 16 სექტემბერს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები