ზუგდიდში ნიღბიანებმა ბენზინგასამართი დააყაჩაღეს და გატაცებული ტაქსით მიიმალნენ
ზუგდიდში წუხელ, გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ორმა ნიღბიანმა, დაახლოებით, 2000 ლარამდე თანხა წაიღო.
ამის შემდეგ მათ ტაქსი გაიტაცეს და მიიმალნენ. მოგვიანებით, გატაცებული ავტომობილი ერთ-ერთ სოფელში დატოვეს.
შს სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები