სოხუმი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულე ექიმებს დახმარების თხოვნით მიმართავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, თხოვნით მიმართავს თანამემაულე ექიმებს, რომლებიც ამჟამად,
"აფხაზეთის საზღვრებს გარეთ" იმყოფებიან, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიონ კოლეგებს აფხაზეთის საავადმყოფოებში მომუშავე ექიმებს.
"მიუხედავად რუსეთის დახმარებისა და რუსული სამედიცინო ბრიგადების ჩამოსვლისა, აფხაზეთი კვლავ განიცდის სამედიცინო პერსონალის მწვავე უკმარისობას. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში, პირველ რიგში გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც, კოვიდ - მიმღები ცენტრია, ასევე, სხვა საავადმყოფოებში, რომლებშიც ახლახან შეიქმნა სპეციალიზირებული განყოფილებები ინფიცირებულთა მისაღებად... გვჭირდება რეანიმატოლოგები, თერაპევტები, ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები", - წერს ცახნაკია თავის მიმართვაში, რომელსაც "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 117 ადამიანს დაუდასტურდაკორონავირუსი. ამავე ცნობით, დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 141 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 17 ადამიანი გაეწერა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3567 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1355 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 33-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები