ანაკლიაში, პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" მხარდაჭერით, სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
პროექტის მხარდასაჭერად ინვესტორს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქონება შპს "ვ მ ინდასთრის" საკუთრებაში გადავიდა.
ბიზნესის რეესტრის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდანაა.
აღნიშნული ქონება აუქციონზე სიმბოლურ ფასად ორჯერ იყო გატანილი. თავდაპირველი პირობის მიხედვით, გამარჯვებულს კომპანიას არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე კი პირობები შეიცვალა და ამჯერად 5 000 000 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები