აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ბოლო 24 საათში ტესტირება 458 პირს ჩაუტარდა, წერს "აბხაზია ინფორმი", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში დადასტურებილი Covid-19 - ით 118 ადამიანი მკურნალობს, მათგან 26 მძიმე მდგომარეობაშია. რუსულ სამხედრო-საველე მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სოხუმშია მოწყობილი - 51 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან 6 - ის მდგომარეობა მძიმეა.
აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 4058 შემთხვევა. მათგან 2071 გამოჯანმრთელების. Covid-19-ით გარდაცვლილია 36 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები