12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობამ 16,1% შეადგინა (ვიდეო)
12:52 / 31.10.2020
12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი 9 945-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული
ამომრჩევლის აქტივობამ 16,1% შეადგინა. ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ისაუბრა.
რაც შეეხება დარღვევებს, მესხის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საოლქო კომისიაში რეგისტრირებულია3 საჩივარი. 2 მათგანი 89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებულ დარღვევას ეხება, ხოლო ერთი საჩივარი ეხება გადასატან ყუთს. მისი თქმით, კომისიის ერთ-ერთი წევრი გადასატან ყუთს არ გაჰყვა.
"89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებით იკვეთება თავმჯდომარის პასუხისმგებლობა, თუმცა იქ იყვნენ კომისიის წევრები, იყვნენ მედიის წარმომადგენლები და ასევე დამკვირვებლები, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია. დავაყენებთ თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ამას იძახიან და აშინებენ თავმჯდომარეს", - ამბობს მესხი.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები