ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვერცერთმა პარტიამ ხმების 50% ვერ მიიღო.
მესხის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", რაც ხმების 46, 6 %-ია. მეორე ადგილზე ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" 38, 1%-ით, მესამეზე კი "ევროპული საქართველო", რომელმაც 4, 17 % მიიღო. #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 109-ზე უბანზე ხმების დათვლის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საოლქო: ყველა უბნის მონაცემით, ჩიქოვანი - 48, 4%, ჯალაღონია - 36, 87 %
მასალის გამოყენების პირობები