ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 12 საჯარო და 5 კერძო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
რაც შეეხება სოფლების სკოლებს, მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, სასწავლო პროცესი აქ საკლასო ოთახებში იქნება.
"სოფლების იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დღეიდან მზადაა მოსწავლეების მისაღებად. ახალი შეზღუდვების შესრულებას კი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს", - აღნიშნა შენგელიამ.
მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, ეს ვირუსის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადადის, 22 საათიდან იკრძალება რესტორნების მუშაობა, პირბადის ტარება კი ღია სივრცეშიც სავალადებულო გახდა.
მასალის გამოყენების პირობები