ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. შეკრებილების თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ მათ საპროტესტო პლაკატების გაკვრის საშუალებას არ მისცემენ. ისინი სკანდირებენ "მონები!", "ხმების ქურდები!".
აქციის გამო ნაწილობრივ შეფერხებულია მოძრაობა კოსტავას ქუჩაზე.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და მოითხოვენ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
აქციის დაწყებამდე ოპოზიციის ორგანიზებით ქალაქის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საოლქოსთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იწყება
მასალის გამოყენების პირობები