გამყრელიძე: კოვიდპაციენტებისთვის ქვეყანაში ამ ეტაპზე 250 საწოლია თავისუფალი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდპაციენტებისთვის 4500 დაკავებული და 250-მდე თავისუფალი საწოლია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, რიგის მიუხედავად, საავადმყოფოში ყველა თავსდება.
„ზოგადად, კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს 8000-მდე საწოლის ქვეყანაში. დღეს და ხვალ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება. ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, მესმის, რომ რიგია, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, ამიტომ შემოვიდა ბინაზე დატოვების კრიტერიუმები და შემდგომ შემოვიდა შუალედური კოვიდსასტუმროები, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საავადმყოფოებზე ზეწოლა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები